XXI საუკუნეში, როდესაც ჩვენთვის ომის ცნება შეცვლილია, როდესაც კონფლიქტების გადასაჭრელად უფრო სწრაფმოქმედი და მომაკვდინებელი იარაღი გამოიყენება,როდესაც მსოფლიო ყოველ წუთს ბირთული საფრთხის წინაშე დგას. I მსოფლიო ომი თავისი გავრცელების არიალით, მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობით, გამოყენებული იარაღის მრავალსახებობით, დაღუპულთა არნახული რიცხვით, მასში მონაწილე ქვეყნების გეგმებით, მიზეზებით და საბაბებით, რომელიც ომის დაწყებისათვის სჭირდებოდათ დიდ ქვეყნებს, მაინც არნახულია , მანამდე არსებულ ომებს შორის .
ამ ნაშრომში ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ არა I მსოფლიო ომის მიმდინარეობაზე, ქვეყნების ინტერესებსა და შედეგებზე, არამედ გვინდა ომის ნამდვილი სახე, იმ ჯარისკაცთა ფსიქოლოგიური განწყობით გამოვხატოთ, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ.
ომის ამაოებას ჯარისკაცი მაშინ ხვდება, როდესაც ბრძოლაში ებმევა, მის გარშემო ყველაფერი ნადგურდება, მისი მეგობრები იხოცებიან. თუ თავიდა ჯარისკაცში პატრიოტული გრძნობები სჭარბობს და თვალის დაუხამხამებლად ებმის ბრძოლაში, გახანგრძლივებული და დაუმავრებელი ომი მათთვის იძულებითი პროცესი ხდება, უმუშავდებათ ცხოველური ინსტიქტები თვითგადარჩენისა, რომელც პიროვნული სიმამაცის ადგილასაც კი იკავებს ხოლმე.
პაულო ბოიმერი (რემარკი - ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია'')სახეა მრავალი ჯარისკაცისა, რომელიც ომმა ფსიქიკა დაუმახინჯა, სული გაუბზარა. თავის სისხლხორცს ვეღარ ეგუება, ვეგარ ითავისებს ვეღარც დედის და ვერც ოჯახის ტკივილს. იმ ტკივილის ფონზე, რაც მან ფრონტზე ნახა. ომის ამაოებას მაშინ უფრო ხვდება, როდესაც მთელი ღამე მის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცთან ერთად გაატარა სანგარში. ომში ჩამოყალიბებულმა ინსტიქტმა იმძლავრა და მოკლა ადამიანი, თუმცა სხვა ადამიანური ინსტიქტები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მან განიცადა მის მიერ ჩადენილი მკვლელობა. პაულიც კვდება მაშინ, როდესაც აცხდებენ რომ დასავლეთის ფრონტი უცვლელია და ფრონტზე სიმშვიდეა. ეს უკვე პროტესტია ომისა და კაცობრიობის წინაშე.
ხალხის პროტესტს ომის წინააღმდეგ გამოხატავს ჯარისკაცი შვეიკი (ჰაშეკი - ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი და მისი თავგადასავალი I მსოფლიო ომის დროს) რომლის თავგადასავლების, ფსიქიკური მდგომარეობის, განწყობის, ფიქრებისა და მოქმედებების ფონზე იკვეთება ომის ნამდვილი სახე.
ომების ისტორია იცნობს ისეთ ფაქტებსაც, როდესაც გაცხარებული ბრძლოლების დროს ხდება დროებითი ზავების ჩამოგდება, რომელიც ომისაგან დაღლილ ორივე მხარეს სჭირდება. ეს დროებითი ზავები საუკუნეობრივ კონფლიქტებს შეიძლება ვერ შეწყვეტავდა, მაგრამ იმედს ან რწმენას მაინც ჩაუსახავდა, იქნებ ომი ან შეწყვეტილიყო ან დიდი მაშტაბებით აღარ განახლებულიყო. ასეთი დროებითი დაზავება იყო 1914 წელს დადებული საშობაო ზავი ბრიტანელებსა და გერმანელებს შორის, ჯარისკაცების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ეს იყო შესანიშნავი გზა შობის საინტერესოდ გატარებისათვის. გერმანელი ჯარისკაცი წერდა: ,, ეს დღე ომის მშვიდობიანი ნაწილი იყო, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ეს არ იყო გადაწყვეტილი მშვიდობა''. ეს ომი დაწყებიდან V თვის შემდეგ იწერება, იმ ქვეყნის ჯარისკაცის მიერ, რომელმაც ომი გააჩაღა და რომელსაც უკვე ზავი სწყურია. დიდი სახელმწიფოების პოლიტიკისა და სამხედრო ელიტის ინტერესებს და აგრესიულ ზრახვებსუამრავი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მცხოვრების სიცოცხლე ეწირება. ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ზავი სწყურიათ თუნდაც ეს დროებითი იყოს. საშობაო ზავის ამბავი 1915 წელს მრავალმაბრიტანულმა გაზეთმა დაბეჭდა, იყო სტატიები სათაურით: ,,არაჩვეულებრივი, არაოფიციალური ხანმოკლე ჩამოზავება'', ,, ბრიტანელები ინდიელები და გერმანელები ხელს ართმევენ'', იბეჭდება ფოტოსურათებიც, სადაც ერთმანეთის გვერდით ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები იდგნენ. მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ამ ამბავს გერმანული პრესაც ავრცელებდა. ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი ორივე მხარისთვისაც იძულებითი პროცესი იყო. ომის ნამდვილის სახე კი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს მშვიდობა სწყუროდათ. ამ ამბის აღწერისას არტურ კონან დოილი მიესალმა ,,საშობაო დაზავებას'' და წერდა: ,,ერთი ადამიანური ეპიზოდი, უხეშ შეცდომათა შორის, რომელმაც შელახა ომის ხსოვნა''. დიახ, ყველა ომი უხეში შეცდომაა, განსაკუთრებით I მსოფლიო ომი, რომელმაც II მსოფლიო ომს ჩაუყარა საფუძველი. ომის ნამდვილი სახე არაა მხოლოდ ნგრევა, კვლა, აწიოკება, აგრესია, ომის ნამდვილი სახე სურვილია ზავის ჩამოგდებისა და მშვიდობის დამყარებისა. ამ იმედით გვინდა ხმამაღლა ვთქვათ ,,იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს''.